გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, საიმედო, სანდო პარტნიორი ნატოს მისიებისთვის

8-09-2023

საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, საიმედო, სანდო პარტნიორი ნატოს მისიებისთვის, ავღანეთში, ერაყში, ასევე ევროკავშირის ეგიდით გამართულ მისიებში ცენტრალურ აფრიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ყველგან მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ არ ითხოვს მხოლოდ დახმარებას, არამედ თავად არის მონაწილე და შეაქვს კონტრიბუცია საერთო მიზნების მისაღწევად.


„ამას გარდა მე მინდა შეგახსენოთ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი თანამონაწილეობა ზოგადად მსოფლიოში მშვიდობის დამყარების პროცესში, საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, საიმედო, სანდო პარტნიორი ნატოს მისიებისთვის, ავღანეთში, ერაყში, ასევე ევროკავშირის ეგიდით გამართულ მისიებში ცენტრალურ აფრიკაში, ჩვენ ყველგან მოვახდინეთ დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ დახმარებას, არამედ ჩვენ თავად ვართ მონაწილეები და შეგვაქვს კონტრიბუცია საერთო მიზნების მისაღწევად", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930