გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: როცა ქვეყანა ელოდებოდა სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას, ევროპარლამენტში რადიკალური ძალების ჩართულობით მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მიზანს, ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი

8-09-2023

შარშან, როცა ქვეყანა ელოდებოდა სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას, ევროპარლამენტში რადიკალური ძალების და მათი მხარდამჭერი ლობისტური ჯგუფების ჩართულობით მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა და დღესაც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ჩვენს მიზანს, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი და ევროკომისია სხვადასხვა ინსტიტუციებია.


„მეც მინდა ვუპასუხო ამ კითხვას. სამწუხაროდ, ეს არის კლასიკური ნიმუში დეზინფორმაციული ნარატივის, რომელიც ვრცელდებოდა და ვრცელდება, სამწუხაროდ დღესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. კითხვის ავტორმა აქ მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, რომელსაც რა თქმა უნდა, საფუძველი არ აქვს. ეს პირიქით, მე ვფიქრობ, ეწინააღმდეგება ჩვენს იდეას და მიზანს, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს ევროპას, ევროკავშირს. რამდენიმე მაგალითი იქნა მოყვანილი, რაზეც მინდა გამოვეხმაურო. რა თქმა უნდა, ცალკეულ კრიმინალურ ქეისზე არ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ მინდა შევახსენო კითხვის ავტორს და თქვენც, ყველას, მეგობრებო, რომ შარშან, მაშინ, როცა ქვეყანა ელოდებოდა გადაწყვეტილებას, ევროპარლამენტში იქნა მიღებული რეზოლუცია, აი სწორედ იმ რადიკალური ძალების და მათი მხარდამჭერი ლობისტური ჯგუფების ჩართულობით, პირდაპირ ანტი სტატუსის მოწოდების მქონე რეზოლუცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა და დღესაც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ჩვენს მიზანს, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა აქვე მინდა განვმარტო, რომ ევროკომისია სხვა ინსტიტუციაა, ცალკე მდგომი ინსტიტუციაა, ამაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა აღვნიშნო განსხვავება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930