გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
11სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 40 ათასამდე ტონა ყურძენი

11-09-2023

გადამუშავებული ყურძნიდან 23 ათას ტონამდე რქაწითელი, 15 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანედა დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.


მოსავალი საწარმოებს 4500-მა მევენახემ ჩააბარა.


შეუფერხებლად მიმდინარეობს სექტემბრის თვეშისხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის"  მიერ გადამუშავებულია 6,4 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას"  დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.


რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში. ყურძნის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად ჩართულია 60-მდე ღვინის საწარმო, რთველის დაწყებიდან დღემდე კი ჯამურად 115 საწარმომ გადაამუშავა ყურძენი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930