გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სამძიმარი და გურიაში დაღუპულთა ოჯახებს მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას

11-09-2023

ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სამძიმარი და გურიაში დაღუპულთა ოჯახებს მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, გურიაში დიდი ტრაგედია დატრიალდა და ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის.


„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გურიაში დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ყველას- თქვენ, ჩვენს საზოგადოებას. დიდი ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ამ სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა 2 ახალგაზრდა ბავშვის სიცოცხლე და ერთი ხანდაზმული ქალბატონი შეეწირა. ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სამძიმარი და ვუთხრა ოჯახებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას. მართლაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728