11-09-2023
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად მუშაობს ქუთაისში ახალი ტექნოპარკის გახსნის პროცესზე, სადაც დაგეგმილია ექსპლორატორიუმის ტიპის ინტერაქტიული სამეცნიერო ლაბორატორიის დაარსება. ტექნოპარკის ვიზიტორებს, სტუდენტებს, ადგილობრივ მოსახლეობას, იმერეთში ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ აღმოაჩინონ მეცნიერების, ფიზიკის, მათემატიკისა და ტექნოლოგიების ძირითადი პრინციპები საინტერესო და ადვილად აღქმადი გზით.
სწორედ ამ მიზნით, პოლონეთში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. GITA -ს დელეგაციას საქართველოს ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტმა უმასძინძლა. ცენტრთან თანამშრომლობით, სააგენტო შეეცდება გაიზიაროს მათი გამოცდილება საგამოფენო ექსპონატების შერჩევისა და შესყიდვისთვის და გამოიყენოს საუკეთესო პრაქტიკა ლაბორატორიის ეფექტიანად აღჭურვისთვის. ამასთან, ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიის სრულად აღჭურვისა და გახსნის შემდგომ, დაიგეგმება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის მხრიდან ადგილობრივი ადამიანური რესურსის გადამზადება ექსპონატების ეფექტიანი მართვისა და მოვლა-პატრონობისმიმართულებით.
კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის გამოცდილება ინტერაქტიული ექსპონატების შექმნასა და ოპერირებაში ეფექტურად წარმოაჩენს კომპლექსურ სამეცნიერო კონცეფციას, რომელიც სრულად შეესაბამება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ამოცანას მოწინავე ინტერაქტიული სამეცნიერო ლაბორატორიის დაარსების შესახებ ქუთაისში.
2012 წელს კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს მიენიჭა ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო, 2018 წელს გახდა ევროპაში ყველაზე პოპულარული სამეცნიერო მუზეუმი და ასევე, მოიპოვა სხვა მრავალი აღიარება, მათ შორის Prix Ars Electronica და Golden Ticket Award.
კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი წამყვანი დაწესებულებაა სამეცნიერო განათლებისსფეროში. მისი 6 მუდმივი გამოფენის, პლანეტარიუმის, Discovery Park-ისა და 4 ლაბორატორიის შექმნისა და მართვის გამოცდილების გაზიარება კი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოში მაღალი ხარისხის მსგავსი ტიპის ლაბორატორიის დაარსებისთვის.
16-11-2024
16-11-2024