გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნება“ სამეგრელო-ზემო სვანეთში პარტიულ კონფერენციებს მართავს

11-09-2023

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დღეს დაიწყო.

 

ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

 

  • „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია უხელმძღვანელებს;

 

  • წალენჯიხის ორგანიზაციას - ბაკურ სონგულია;

 

  • ჩხოროწყუს ორგანიზაციას - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა.

12 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია მესტიაში ჩატარდება.

 

დაგეგმილია კონფერენციები ხობში, სენაკში, ფოთში, მარტვილსა და აბაშაში.

 

„ქართული ოცნების“ კონფერენციები უკვე ჩატარდა თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთსა და კახეთში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728