გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახიფათო რეალობა: ფოთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოები ეკოლოგიას ანადგურებენ

10-01-2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ქ. ფოთში თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების (შპს „მბმ“, შპს „ზღვის პროდუქტები“, შპს „გეოფიშ კომპანი“, შპს „აისბერგი 2“) კომპლექსური, არაგეგმური შემოწმება განახორციელეს. სპეციალისტებმა „პეის ტერმინალის“ კუთვნილი ნავმისადგომის ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ მოპოვებული თევზის მიღებისა და გადატვირთვის ოპერაციები ხორციელდება.


განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ არცერთ კომპანიას არ გააჩნია ჩამდინარე წყლებისთვის გამწმენდი ნაგებობა - ზედაპირული წყლის ობიექტებში გაუწმენდავი წყლები ჩაედინება; ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის წყაროთა რაოდენობა აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას. რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, აღნიშნულ საწარმოებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვევები არ გამოვლენილა.


შემოწმების პროცესში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების მიზნით, აღებულ იქნა მდინარის წყლის სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.
აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, კომპანიების დაჯარიმების შემდეგ, გამოსცემს ადმინისტრაციულ მიწერილობას, რომლის შესაბამისად კომპანიებს დაევალება დადგენილ ვადაში აღმოფხვრან გამოვლენილი დარღვევები, მოაწყონ სათანადო გამწმენდი ნაგებობა, უზრუნველყონ ჰაერში ემისიების გავრცელების შეზღუდვის მიზნით შესაბამისი დანადაგარის დამონტაჟება.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930