გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ორშაბათს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა

1-09-2018

მიმდინარე წლის 3-4 სექტემბერს საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ეწვევა. ევროკომისარის ვიზიტის ფარგლებში თბილისში ოფიციალურად გაიხსება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა.

აღსანიშნავია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა ევროკავშირის უპრეცედენტო პროექტია. ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება. იგი განკუთვნილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქეყნების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის და მათ სთავაზობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ ევროპული განზომილების მქონე საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს.
მოსწავლეები შეირჩევიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან, შესაბამისი საკონკურსო პირობებით. 2018-2019 სასწავლო წლისთვის უკვე შერჩეულია 30 მოსწავლე.

ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შერჩევით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა საწყის ეტაპზე, კერძო სკოლის - "ახალი სკოლა" ბაზაზე განთავსდება. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლისთვის ახალი შენობა აშენდება ნაკვეთზე, რომელიც საქართველოს მთავრობის თბილისის მერიასთან თანამშრომლობით იქნა გამოყოფილი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია იოჰანეს ჰანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31