გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბელარუსში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს

1-09-2018

31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ბელარუსის დედაქალაქის კინოტეთრებში გაიმართება ლევან კოღუაშვილის ფილმის „ბრმა პაემნები“, მიხეილ კობახიძის ფილმის „ქოლგა" ჩვენება და ასევე ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი.

კულტურის დღეების ფარგლებში1 სექტემბერს, მინსკის ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, ჩატარდება ფესტივალი „თბილისობა“, რომელიც უკვე ტრადიცულ ხასიათს ატარებს და ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ წინა წელს მასში მონაწილობა 70 ათასამდე ადამიანმა მიიღო. ფესტივალის კულტურული პროგრამის ნაწილში წარმოდგენილი იქნება ანსამბლ „ერისიონის“, თბილისის მერიის ბიგ-ბედნის, ანსამბლ „ქართული ხმების“ და ნინო ქათამაძის მიერ შესრულებული საკონცერტო ნომრები. ფესტივალში მოაწილეობას მიიღებენ ქართული დიასპორისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით ბელარუსული ტურისტული კომპანიები მოაწყობენ საინფორმაციო სტენდებს.

​აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიებების დროს, 2018 წლის 31 აგვისტოდან 3 სექტემბერის ჩათვლის, მინსკში იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის ვიზიტი, ხოლო „თბილისობის“ დღესასწაულზე დასასწრებად მინსკს ეწვევა თბილისის მერიის და საკრებულოს დელეგაცია, თბილისის მერის, კახა კალაძის ხელმძღვანელობით.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031