გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან იზორია: ნატოში ინტეგრაციის პროცესი ყოველდღიურად გვაძლიერებს

1-09-2018

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საერთაშორისო სწავლება “Agile Spirit 2018” გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


მისი განცხადებით, აღნიშნული სწავლება სტრატეგიული მზადყოფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.


„ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის ამ ფორმატის ფარგლებში, რომელიც ამ საერთაშორისო სწავლებიდან გამომდინარე 2011 წელს დავიწყეთ და შემდეგ განვავითარეთ, არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ერთის მხრივ, ლიდერი ქვეყანა მხარდამჭერი ჩვენი მეგობრობის განმტკიცებისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და ნატოს სტანდარტებთან ჩვენი შესაძლებლობების დაახლოების გაუმჯობესებისთვის და მეორეს მხრივ, როგორ უნდა იყოს პარტნიორი ქვეყანა მზად იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთოს რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. ამიტომ, ჩვენს ამ მზადყოფნას მე სიმბოლურად სტრატეგიული მზადყოფნა ვუწოდე. ჩვენ ნატოში ინტეგრაციის პროცესს აღვიქვამთ, სწორედ როგორც ყოველდღიურ მზადყოფნას და არა როგორც სტრატეგიულ მოთმინებას, მზადყოფნას, რომელიც ყოველდღიურად გვაძლიერებს და ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას რეალურ საფუძველს აძლევს. დღევანდელი სწავლებაც, ამ სტრატეგიული მზადყოფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. თქვენთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვდგამთ ამ მზადყოფნის გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31