18-09-2023
თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, DATA BOOTCAMP გრძელდებადა ზუგდიდში, 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, BOOTCAMP-ი28 სექტემბერსდაიწყება და 7 დღე გაგრძელდება.
ბანაკის შემაჯამებელ დემო დღეზე მონაწილეები წარადგენენ პრეზენტაციებს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მონაწილეებს შორის, თიბისი, ხუთ რჩეულ ახალგაზრდას გამოავლენს, რომლებიც თიბისის DataAcademy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავებისა და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსებს გაივლიან.
DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ეტაპობრივად ჩატარდება და ჯამში 150-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.
ბანაკი უკვე გაიმართა გურჯაანში და თიბისის რჩეულმა მონაწილეებმა თიბისის DataAcademy-ში წარმატებით გაიარეს ორკვირიანი გადამზადება. თუ გსურს გახდე ზუგდიდის DATA BOOTCAMP-ის მონაწილე, მიიღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის - AI, ML, ComputerVision-ის მიმართულებით გაიარერეგისტრაცია 21 სექტემბრის ჩათვლით.
თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, DataBootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.
16-11-2024
16-11-2024