გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: სუს-ის განცხადებამ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ ოპოზიციაში ისეთი რეზონანსი და რეაქცია გამოიწვია, თითქოს ჯერ არნახული და არგაგონილი მოისმინეს

19-09-2023

ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების მაქსიმალურ დემონიზაციას, ყველა საგარეო რესურსის მობილიზებას და ყველას დარწმუნებას იმაში, რომ თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, ამის მიზეზი „პრორუსული“ ხელისუფლება იქნება, რადგან „ქართველ ხალხს უნდა ევროპაში, ხელისუფლებას კი უნდა რუსეთში“. ამიტომ ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და დაამხოს ხელისუფლება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

 

მისი თქმით, უცნაურია, როდესაც ნაცები და მათი ანასხლეტები ამის დამამტკიცებელ საბუთებს ითხოვენ. ეს მტკიცებულებები ბოლო წლების თეორიული და პრაქტიკული მათივე ქმედებებია.

 

„ქართული მაიდანი“ - მითი თუ რეალობა სუსის განცხადებამ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ ოპოზიციაში ისეთი რეზონანსი და რეაქცია გამოიწვია, თითქოს რაღაც ჯერ არნახული და არგაგონილი მოისმინეს და მაშინვე ცილისწამებად შეაფასეს. ოპოზიციის გებელსმა ნიკა გვარამიამ ამ ყველაფერს „ბოდვა“ და სერიალი „პაკრიშკების რევოლუციიდან“ უწოდა. მან ერთ მოკლე წინადადებაში ხელისუფლებას და საკუთარ მომხრეებს მოუწოდა: „ან მყარი და პირდაპირი მტკიცებულებები, ან იგნორი ბოდვას!“ ჩვენ არ ვიცით, ამ ეტაპზე რა „მყარ და პირდაპირ“ მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს სუსი, მაგრამ საზოგადოებისთვის ასეთი მტკიცებულებები ზედაპირზე დევს. 2012 წელს ნაცების ხელისუფლებიდან მშვიდობიან ჩამოცილებას სააკაშვილი და მისი გუნდი მუდმივად ეძახდა და დღესაც ეძახის რუსეთის მიერ ინსპირირებულ ეროვნული ძალის პრორუსული ძალით ჩანაცვლების ოპერაციას. ის 2012 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ძალას მუდმივად ადარებს იანუკოვიჩის ხელისუფლებას, რომელიც უკრაინაში 2014 წელს „მაიდანის“ სახელით ცნობილი სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაემხო.

 

აშშ და დასავლეთი არათუ ღიად უჭერდნენ მხარს „მაიდანის“ შეიარაღებულ მებრძოლებს, არამედ აშშ-ს ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკები ამ აქციის მონაწილეებს საკუთარი ხელით ურიგებდნენ საკვებს. 2014 წლის შემდეგ უკრაინული „მაიდანის“ საქართველოში მოწყობის მცდელობა არაერთხელ იყო, რის მიზეზადაც ხან რუსი გავრილოვის ქართული პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში განთავსება იყო გამოყენებული, ხან სტიქიური მოვლენები, ხან რომელიმე კრიმინალური გარჩევის არასწორად გამოძიების საბაბი, ხან რა და ხან რა.

 

ამ გამოსვლებმა მასობრივი ხასიათი ვერ შეიძინეს და ბოლო 3 წელია, რაც მათ ახალი, მსოფლიოს თვალში უფრო „სერიოზული“ საფუძველი მოძებნეს. კერძოდ: საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ოპოზიციამ არალეგიტიმურად გამოაცხადა (გაყალბდაო, თუმცა ამის დამადასტურებელი ერთი საბუთიც არ მოუტანიათ), რის გამოც მისი ძალადობრივი დამხობის „კანონიერი“ საფუძველიც შექმნეს. სამი წელია მუდმივად ცდილობს ნაც-ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას ,მაგრამ ვერ  ახერხებს მხოლოდ იმიტომ, რომ საკმარის ხალხს ვერ იყოლიებს მასობრივი გამოსვლების და არეულობის მოსაწყობად. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე, შეიარაღებულ დაპირისპირებამდე  ხომ ჯერ „მასობრივი გამოსვლების“ ეტაპი უნდა იქნას გავლილი, რომ ამან არა გადატრიალების, არამედ „რევოლუციის“ სახე მიიღოს. სწორედ ამ პირველი ეტაპის გავლას ვერ ახერხებენ, რადგან ჩვენს ხალხს აქვს „სისხლიანი 9 წლის“ გამოცდილება, რომლის გამოც ამ საზოგადოების  უმრავლესობა არასოდეს ისურვებს ნაცფაშისტების ხელისუფლებაში დაბრუნებას. ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების მაქსიმალურ დემონიზაციას, ყველა საგარეო რესურსის მობილიზებას და ყველას დარწმუნებას იმაში, რომ თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, ამის მიზეზი „პრორუსული“ ხელისუფლება იქნება, რადგან „ქართველ ხალხს უნდა ევროპაში, ხელისუფლებას კი უნდა რუსეთში“.

 

ამიტომ ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და დაამხოს ხელისუფლება. უცნაურია, როდესაც ნაცები და მათი ანასხლეტები ამის დამამტკიცებელ საბუთებს ითხოვენ. ეს მტკიცებულებები ბოლო წლების თეორიული და პრაქტიკული მათივე ქმედებებია. კერძოდ: თუ ნაც-ოპოზიციის სიტყვიერი განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება არალეგიტიმურია, რუსული და რუსულ ჭაობში ჩამძირავია, მოღალატეობრივია, თავისუფლების მტერი და მონობის დამამკვიდრებელია, თუ პარლამენტის შენობაზე განხორციელებული შტურმი, პოლიციელებზე განხორციელებული ძალადობა, „მოლოტოვის კოქტეილით“ მათთვის ფიზიკური დაზიანების მიყენება გამართლებულია და ეს ყველაფერი უკვე ჩაჭედილია მოქალაქეების დიდი ნაწილის თავებში, ბუნებრივია, ეს თეორია უნდა გადაიზარდოს პრაქტიკულ ქმედებაში და სრულიად გამართლებული უნდა იყოს „მოღალატე და არალეგიტიმური“ ხელისუფლების „კარგი და პატრიოტული“ ხელისუფლებით შეცვლის მიზნით ნებისმიერი საშუალების, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც, როგორც ეს მოხდა უკრაინაში „მაიდანის“ დროს.

 

„აბა როგორ, თუ „რუსული ოცნების“ სახით მტერი გვყავს შემოსეული, მტერი ხომ ყველა მეთოდთ უნდა განადგურდეს? თუკი უკრაინის „მაიდანს“ და მის შედეგად მოსულ ხელისუფლებას მთელი „თავისუფალი სამყაროს“ გულმხურვალე მხარდაჭერა ჰქონდა, ბუნებრივია, ანალოგიურ პროცესებს საქართველოშიც ასეთივე მხარდაჭერა ექნება. მით უმეტეს, რომ უკრაინაში მყოფი შეიარაღებული ქართველი მებრძოლები სისტემატურად ღიად გამოთქვამენ „ქართული მაიდანის“ მოწყობის მუქარებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მხოლოდ ფარისევლობაა ნაც-ოპოზიციის მიერ გამოხატული გაკვირვებები და აღშფოთებები, რომ თურმე მათ ვინმე „ქართული მაიდანის“ მოწყობის მზადებას აბრალებს.

 

ყველამ კარგად იცის (და პირველ რიგში მათ), რომ ეს არათუ მათზე რაიმეს დაბრალება, არამედ მათი მრავალწლიანი განუხორციელებელი ოცნებაა. იმედია, მათი ეს ოცნება მომავალში განუხორციელებლად დარჩება. ეს კი არა  მხოლოდ ხელისუფლების და სამართალდამავი ორგანოების, არამედ მთელი საზოგადოების სწორ მოქმედებაზეა დამოკიდებული" - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930