გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: მუდმივად არის მზადება დესტაბილიზაციისთვის, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს დამოუკიდებლად, მიუღებელია გლობალური ომის პარტიისთვის

19-09-2023

„საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ მტკიცედ გამოიყურება ამ გადაწყვეტილებებში და საქართველოს ინტერესებს იცავს, გინდა ეკონომიკური კუთხით, გინდა საგარეო პოლიტიკის კუთხით, გინდა - შიდა პოლიტიკის კუთხით“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

ყაველაშვილის თქმით, ის ძალები, რომლებსაც არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლების დამოუკიდებელი ქცევა და ქმედება, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში რევოლუციური გზით შეცვალონ ხელისუფლება.

 

„მოცემული ფაქტები გვაძლევს იმის საფუძველს, კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას მივმართოთ, რომ ისინი ფხიზლად იყვნენ. საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ მტკიცედ გამოიყურება ამ გადაწყვეტილებებში და საქართველოს ინტერესებს იცავს, გინდა ეკონომიკური კუთხით, გინდა საგარეო პოლიტიკის კუთხით, გინდა - შიდა პოლიტიკის კუთხით. ზეწოლები გვაძლევს საფუძველს, რომ კიდევ უფრო ფხიზლად იყოს ჩვენი საზოგადოება და ვიყოთ მხარდამჭერი ამ მშვიდობის იმიტომ, რომ ამას ალტერნატივა არ აქვს.

 

მუდმივად არის მზადება, რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია - რატომ? იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლად იქცევა, იმ ძალებისთვის, რომელსაც ჩვენ დავარქვით „გლობალური ომის პარტია“ არ არის მისაღები. ეს დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომ არ ჩერდება ეს პროცესი, კვლავ გრძელდება სხვადასხვა ძალების მოქმედება, რათა ამ ქვეყანაში მოხდეს რევოლუციური ცვლილებები და შეიცვალოს ხელისუფლება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930