გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2017 წელს 65 ჟურნალისტი დაიღუპა

19-12-2017

2017 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 65 ჟურნალისტი დაიღუპა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყანათა სიის სათავეში სირია და მექსიკა ფიგურირებს.
გარდაცვლილთაგან 26 უშუალოდ სამუშაო პროცესში დაიღუპა. ისინი ავიადარტყმებს, საარტილერიო ცეცხლსა და თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს ემსხვერპლნენ. 39 კორესპონდენტი კი, რომელთა მასალებიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ დანაშაულებრივი ჯგუფების ინტერესებს უქმნიდა საფრთხეს, განზრახ მკვლელობის მსხვერპლია.
ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია: სირია (12), მექსიკა (11), ერაყი (9), ავღანეთი (8), ინდოეთი (4), ფილიპინები (4), სომალი (4), რუსეთი (1), მალტა (1), სამხრეთ სუდანი (1), ჰონდურასი (1), დანია (1), კოლუმბია (1), ბრაზილია (1), მიანმარი (1), ბანგლადეში (1). 
ყველაზე გახმაურებული მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაგახდა. ჟურნალისტი 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. დაფნე კარუანა გალიცია მთავრობის წევრების, მათ შორის მალტის პრემიერ-მინისტრის ფინანსურ მაქინაციებში ჩართულობის შესახებ ხშირად წერდა. მკვლელობის საქმეზე დაკავებული ათი პირიდან სამს ბრალი აქვს წაყენებული.
გარდა ამისა შვედი ჟურნალისტის კიმ უოლის მკვლელობა, რომელშიც ბრალი უოლის რესპოდენტს და გამომგონებელს პეტერ მედსენს წაუყენეს.
პირველი დეკემბრის მონაცემებით, ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით, 326 ჟურნალისტი დააკავეს, 54 კი ტყვეა, ორი კორესპონდენტი დაკარგულად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი მონაცემები შემცირებულია. 2016 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 74 ჟურნალისტი დაიღუპა.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930