გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“ - ეკატერინე მიქაბაძე ამ ეტაპზე სებ-ის საბჭოს დატოვებას არ აპირებს

20-09-2023

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე მიქაბაძე ამ ეტაპზე სებ-ის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინსტიტუციის ქმედუნარიანობა უნდა შენარჩუნდეს.


„ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია... ინსტიტუციის ქმედითუნარიანობის შენარჩუნების მიზნით... უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“, - განაცხადა მიქაბაძემ.


მისი განმარტებით, სანქცირების წესში ცვლილებების შეტანის მიღებული გადაწყვეტილება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა. „საბჭოს უფლებამოსილებაში ეს არც შედის და კომუნიკაცია ჩემთან პირადად არ ყოფილა“, - აღნიშნა მიქაბემ.


ხოლო კითხვაზე - ეთანხმება თუ არა თავად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას, პასუხის გაცემისგან ეკატერინე მიქაბაძემ თავი შეიკავა.


სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრი პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი თანამდებობიდან გადადგნენ. BM.GE-მ სებ-ის საბჭოს სხვა წევრების პოზიციებიც მოისმინა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე გალდავა სების საბჭოს დატოვებას არ აპირებს. ნიკოლოზ გაგუამ კი თქვა, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930