20-09-2023
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე გალდავა სების საბჭოს დატოვებას არ აპირებს.
აღნიშნული bm.ge-ის თავად გალდავამ განუცხადა.
„ამ ეტაპზე არ ვაპირებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მანდატზე უარის თქმას. მიმაჩნია, რომ ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნება“, - ამბობს გალდავა.
რაც შეეხება ნათია თურნავას მიერ გამოცემული ბრძანების შეფასებას და ასევე, ორი ვიცე-პრეზიდენტის - პაპუნა ლეჟავას და არჩილ მესტვირიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას, ეკატერინე გალდავა ამ გადაწყვეტილებების შეფასებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს.
პაპუნა ლეჟავამ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა
ეროვნულ ბანკს არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს
16-11-2024
16-11-2024