გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყაჩაღობაში  ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

3-09-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით პატიმრომა მიუსაჯა.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებულები - გ.მ. და თ.ა. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.  

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018  წლის 2  იანვარს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი ბაქრაძის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი  გ.მ.  და თ.ა.  ყაჩაღურად თავს დაესხნენ ზ.ბ-ს, სცემეს მას, დააგდეს ძირს და დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით წაართვეს  მობილური ტელეფონი, 500 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  

 

სამართალდამცველებმა გ.მ.  იმავე დღეს,  თ.ა. კი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 6 იანვარს  ქ.თბილისში დააკავეს. გ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და  მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ჩადენილი არაერთგზის),  ხოლო თ.ა-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 

თბილისის საქალაქო  სასამართლომ  ორივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.მ.-ს განაჩენთა ერთობლიობით 10წლით, ხოლო თ.ა.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31