გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძე: კიდევ ერთხელ ვხედავ, რომ მმართველი გუნდიდან  ხელს აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს

3-09-2018

ხორავას ქუჩაზე  მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, მმართველი პარტია მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს.


ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან განაცხადა.


„მოეშვან პოლიტიკურ განცხადებებს და მიხედონ საქმეს ისე, როგორც საჭიროა. აქ გამოსავლენი არიან ჩემი შვილის მკვლელები და არა ვიღაცების აზრი, რომ პოლიტიკური ჭრილია. არ მაინტერესებს მე არანაირი პოლიტიკური ჭრილი. ეს კომისია კონკრეტუკლად მკვლელობის საქმეზეა შექმნილი. რა შუაშია აქ პოლიტიკა. დადგნენ და გამოიძიონ საქმე და დადონ ისეთი დასკვნა,  როგორიც საჭიროა.


მმართველი გუნდიდან კიდევ ერთხელ ვხედავ, რომ ხელს აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილი აქვს ყველაფერი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს ხელი დააფაროს“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031