გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: ჩვენს მიერ მომზადებული დასკვნა არის ობიექტური და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული  

3-09-2018


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის  მიერ მომზადებული დასკვნა ობიექტური და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებულია.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა  უმცირესობისგან საბოლოოდ დასრულებული დოკუმენტის მიღებას ელოდება, თუმცა ასეთი დოკუმენტი ამ დრომდე არ მიუღიათ.

 

„ჩვენს მიერ მომზადებული დასკვნა არის ობიექტური და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული.

საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული დოკუმენტი აბსოლუტურად არაკომპეტენტურია და მას პოლიტიკური ელფერი აქვს. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა შეგვემუშავებინა დოკუმენტი, რომელიც იქნება ობიექტურ რეალობაზე დაფუძნებული და რომელიც სამართლებრივად იქნება დასაბუთებული. რა თქმა უნდა, ჩვენ დავადგინეთ ხარვეზები და ამ ხარვეზებმა იქონია გავლენა მტკიცებულებათა ხარისხზე. ჩვენ კომისიის მუშაობის ფარგლებში გამოვკვეთეთ, რომ არსებობდა კომუნიკაციის პრობლემა შესაბამისი უწყებების მხრიდან საზოგადოებასთან. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მკაცრი რეკომენდაციებიც, რომელთა შესრულებასაც დავავალებთ კონკრეტულ  უწყებებს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ დასკვნის ალტერნატიული ვარიანტის წარდგენას აპირებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930