გური სულთანიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერი ააგეს იმაზე, რომ სალომე რეზიდენტი, მოღალატე და რუსეთის აგენტი იყო, თუმცა ახლა შეიცვალა ტრენდი და სალომე მთავარი პროდასავლელი გახდა - ხვდებით ჰო, რა ფასი აქვს მათ მიერ რუსეთის აგენტის ძახილს?
22-09-2023
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დაძახებულ 'რუსეთის აგენტს' არანაირი ფასი არ აქვს. ჯერ კიდევ მიშას მმართველობის დროიდან, ხან სტუდენტებს ეძახდნენ რუსეთის აგენტებს, ხან ფოტოგრაფებს, ხან ვის, ხან ვის... მოკლედ ყველას, ვინც მათ არ მოსწონდათ, -ამის შესახებ ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მას რუსეთის აგენტად მოიხსენიებდა, თუმცა, ახლა ისინი პრეზიდენტს მთავარ პროდასავლელად თვლიან.
სულთანიშვილის განმარტებით, არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კონსერვატიული ძალები არიან სათავეში, ერთნაირი სცენარი ვითარდება, შესაბამისად, "რუსეთის აგენტი" ცარიელი სიტყვაა და მხოლოდ ემოციებზეა გათვლილი.
"რუსეთის აგენტის შესახებ..
- რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დაძახებულ 'რუსეთის აგენტს' არანაირი ფასი არ აქვს. ჯერ კიდევ მიშას მმართველობის დროიდან, ხან სტუდენტებს ეძახდნენ რუსეთის აგენტებს, ხან ფოტოგრაფებს, ხან ვის, ხან ვის.. მოკლედ ყველას, ვინც მათ არ მოსწონდათ. ამის ყველაზე კაი დასტურია, სალომე ზურაბიშვილის კამპანია, სადაც ყველაფერი ააგეს იმაზე რომ სალომე რეზიდენტი, მოღალატე და რუსეთის აგენტი იყო, თუმცა ახლა შეიცვალა ტრენდი და სალომე მთავარი პროდასავლელი გახდა. ანუ ხვდებით ჰო, რა ფასი აქვს მათ მიერ რუსეთის აგენტის ძახილს..
- მთელ ევროპაში, სადაც ძალაუფლებაში კონსერვატიული ძალები არიან, ევროსკეპტიკები, ანტილიბერალები და ა.შ. პოლონეთი, უნგრეთი, ასევე დასავლეთ ევროპაშიც, უბრალოდ ეს ორი ქვეყანა ნათელი მაგალითია. მოკლედ ამ ქვეყნებშიც იგივე სცენარია, ზუსტად იგივე ოპოზიცია, ზუსტად იგივე სქემა, ზუსტად იგივე მეთოდები, ყვირილი, დივერსიები, რუსეთის აგენტების ძახილი, სხდომების ჩაშლა, პოლონეთში ანა წითლიძის კალკი ჰყავთ დაჟე პოლონელს რო პრორუსს დაუძახებ, ჰო ხვდებით რა სიგიჟეა.. მოკლედ ნაციონალურ ინტერესს ეძახიან რუსეთის თამაშს და ამ ყველაფრის უკან კი, ერთი ჯგუფი დგას..
მოკლედ 'რუსეთის აგენტი' ესაა ცარიელი აღმნიშვნელი, ისტერიის უბრალო ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ ემოციებზეა გათვლილი და უცოდინარ ხალხზე ეფექტურად მოქმედებს..
პ.ს. შეიძლება ამ ისტერიის სათავეში, იდგეს ხალხი, რომელიც კრემლისგან რუბლებით ფინანსდება (ელენე ხოშტარია) ან სულაც რუსეთის მოქალაქე იყოს მაგრამ მათი მხრიდან მოსულა ყველაფერი, ორმაგი სტანდარტი და ეთიკური რელატივიზმი.." - წერს გური სულთანიშვილი Facebook-ზე.