გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ დაკვეთით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ მონეტარული სისტემის საბოტაჟს - მაგრამ, არ გამოუვიდათ

23-09-2023

„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღევანდელი განცხადებით, სადაც ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე უარს ამბობს, სუს-ის სქემაში ჯდება.“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია პროვოკაციებს გააძლიერებს და საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს.

 

„გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ „გლობალური ომის პარტიის“ დაკვეთით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ მონეტარული სისტემის საბოტაჟს - გამოვიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თავისი განკარგულების შეცვლისკენ და გადადგომისკენ მოუწოდა; იმ განკარგულების შეცვლისკენ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დაცვას ემსახურება და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან არის თანხვედრაში, არამედ საერთაშორისო ნორმების დაცვასაც ემსახურება; მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია კი არა, ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მსგავსს ქმედებას; ევროპული სასამართლოც ამას ითვალისწინებს და საერთაშორისო სამართალიც ასე არის მოწყობილი. ამ საბოტაჟს დაემატა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამი მოადგილე ისე გადადგა, კაცმა არ იცის, რა არ მოეწონათ (მაგრამ, კარგია, რომ გადადგნენ, სისტემა გაიწმინდა); ამათ გადადგომით საბოტაჟის მცდელობაში შეუწყვეს ხელი პრეზიდენტს, ეგონათ, რომ ლარის კურსი დაინგრეოდა. მცირე პუნქტით გაუფასურდა, მართალია, მაგრამ ეს პოლიტიკური ზეწოლის მიზეზით იყო და ასეთი გადაცდენები მოკლევადიანია ხოლმე. ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ის არის, რომ ასეთ დროს სიტუაცია დააბალანსოს. თუ კურსიდან გრძელვადიანი გადახრაა ხოლმე, ეს ნიშნავს, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუარესდა და არავითარი ინტერვენცია იქ არ უშველის,.

 

შემდეგ რადიკალებმა დააანონსეს მიტინგები, სადაც ხალხი არ მივიდა და მათ დაინახეს, რომ ვერც ეკონომიკის ჩამოშლა ვერ მოახერხეს, პოლიტიკურადაც აქციები ვერ გამოიწვიეს და ფაქტობრივად, თავიანთი მომხრეებიც აღარ ჰყავთ, განსაკუთრებულად დასუსტებულები არიან. მაგრამ, კიდევ უფრო საშიშები არიან ასე დასუსტებულები, რადგან, სუს-ის მიერ გავრცელებული რადიკალების გეგმა რომ გავიხსენით, მათგან პროვოკაციებს, ღმერთმა არ ქნას და სისხლის ღვრასა და იარაღის გამოყენებას უნდა ველოდოთ. საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ახალგაზრდებმა კარგად უნდა გააანალიზონ, მათ ენერგიას ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის იყენებენ თუ სხვების ბნელი ზრახვებისთვის. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930