გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომან კაკულია: ბიზნესსექტორში პოზიტიური ტენდენციებია

3-09-2018

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ბიზნესსექტორში დადებითი ტენდენციები შეინიშნება.


„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან დადებით ტენდენციებთან გვაქვს საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სამი კონკრეტული ინდიკატორი, რომელიც ბიზნესსექტორში არსებულ ტენდენციებს ახასიათებს - მთლიანი ბრუნვა, წარმოებული პროდუქციის  და ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა  - წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით ძალიან პოზიტიურ ზრდას აჩვენებს. ბრუნვასთან დაკავშირებით 20%-მდე ზრდა, რაც თანხობრივ მაჩვენებელში 20 მილიარდამდეა, ცხადია, ძალიან პოზიტიურია. სწორედ ამ დადებით ტენდენციებს მოჰყვება ადამიანების პრობლემების მოგვარებაც.


ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქსტატმა ჩაშალა ინდიკატორები მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოების მიხედვით. საშუალო საწარმოებშიც მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. გამოწვევად რჩება მცირე საწარმოებში მეტი ზრდის მიღწევა, თუმცა გასათვალისწინებელია მთავრობის მიერ დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობის, ამ სექტორში მოღვაწე ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ბიზნესუნარების გაძლიერების  კუთხით. ეს ყოველივე მცირე საწარმოების ბრუნვის, მათ  მიერ გამოშვებული პროდუქციის და ამ სექტორში დასაქმებული ადამიანთა უფრო მეტ ზრდას მოგვცემს,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930