გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: არსებობს გარკვეული წითელი ხაზები. მიუღებელია ის რაც ხელს შეუშლის ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას, შიგნიდან იქნება ეს თუ გარედან

24-09-2023

„შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად რთული მოცემულობისა, ჩვენთან კრიზისი არ არსებობს, ყველა თავის საქმეს ასრულებს, ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა“-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

ნათია თურნავას შეფასებით, არსებობს გარკვეული წითელი ხაზები. მისი თქმით, მიუღებელია ყველაფერი ის, რაც ხელს შეუშლის ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას.

 

„ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, კრიტიკას და პოლემიკას მივესალმები, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ აქაც გარკვეული წითელი ხაზები გაგვაჩნია. ის რაც დააზიანებს ეროვნულ ბანკს, ის რაც დაარტყამს ეროვნულ ბანკს, ის რაც ხელს შეუშლის ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას, ის რა თქმა უნდა მიუღებელი იქნება. არ ვგულისხმობ მაინც და მაინც საქართველოს პრეზიდენტს, მე ვგულისხმობ ნებისმიერს, მათ შორის შიგნიდან და გარედან. თუმცა, ჩვენი თანამშრომლები იმდენად პროფესიონალები და პასუხისმგებლობით გამსჭვალული ადამიანები არიან, ლოიალურები ამ ინსტიტუციის მიმართ, რომ მათ ამით შეხსენება არ სჭირდებათ და პოლიტიკოსებს სჭირდებათ ხოლმე“-განაცხადა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930