გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ის, რომ თითქოს ბოიკოტს ვუცხადებდით კომისიის საქმიანობას, სიცრუეა

3-09-2018


მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისიის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს, სიცრუეა.

თალაკვაძის თქმითვე, წინა სხდომის ოქმშიც განმარტებულია, რომ უმრავლესობის წევრებს დოკუმენტზე სამუშაოდ ორი დღე სჭირდებათ და ისინი კომისიის სხდომას ორშაბათსა და სამშაბათს დაესწრებოდნენ.

„ჩვენ ვგმობთ იმ სიცრუეს, რომელიც კომისიის წევრებმა გაავრცელეს , თითქოს ჩვენ 2 დღის განმავლობაში ბოიკოტს ვუცხადებდით კომისიის საქმიანობას.

 

ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ სრულიად არაკოლეგიალური დამოკიდებულება კომისიის თავჯდომარის და ოპოზიციის წევრების მხრიდან. მათ პირდაპირ სიცრუე უთხრეს საზოგადოებას და „რუსთავი 2-თან“ ერთად ისე გააშუქეს მოვლენები, თითქოს ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებდით კომისიის საქმიანობას, მაშინ როდესაც შეგიძლიათ ამოიღოთ ოქმი, რომელიც წინა სხდომაზე აღწერს, რომ ჩვენ წინასწარ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ორი დღე მაინც გვჭირდებოდა დოკუმენტზე სამუშაოდ, რომელიც მათ ბოლო მომენტში გადმოაგზავნეს და ჯერ კიდევ ცვლიან, - სამი, ოთხი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანეს და ჯერ კიდევ არ აქვთ საბოლოო ვერსია გამოგზავნილი. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ იმ უპატივცემულო დამოკიდებულებას და  ჩვენ წინასწარ ვუთხარით მათ, რომ სხდომებში ორშაბათს და სამშაბათს მივიღებდით მონაწილეობას, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ კომისიის თავჯდომარემ ბოდიში უნდა მოიხადოს ამ ბრალდებებთან დაკავშირებით“- განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930