გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მოვამზადეთ კომისიის საქმიანობის დასკვნა, სადაც კომისიის საქმიანობის ძირითადი შედეგებია მოცემული   

3-09-2018


მმართველი პარტიის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისიამ მუშაობის პროცესში ისეთი ხარვეზები გამოავლინა, რომლებმაც შესაძლოა მტკიცებულებების ხარისხზე იმოქმედა.

მისივე თქმით, კომისიის დასკვნაში წერია, რომ პოლიტიკური ან უწყებრივი ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ ყოფილა.

 

„პირველი, ჩვენ გამოვავლინეთ კონკრეტული ხარვეზები გამოძიების პროცესში, რომლებმაც მიგვაჩნია, რომ იქონია გავლენა მტკიცებულებების ხარისხზე. ასევე კომისიის დასკვნაში წერია, რომ პოლიტიკური ან უწყებრივი ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ ყოფილა. ასევე მოცემულია კონკრეტული მკაცრი რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, რათა აღმოიფხვრას ის პრობლემები, რომელიც გამოძიების შედეგად დავადგინეთ და ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომისიის საქმიანობის ფარგლებში ჩვენ დავადგინეთ, რომ  იყო საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში - როგორც დაზარალებულ მხარესთან, ასევე საზოგადოებასთან. შესაბამისად, ჩვენ ამ დასკვნას წარვადგენთ დღეს კომისიის სხდომაზე და შემდეგ ის გადაეგზავნება პლენარულ სხდომას განსახილველად.

 

დასკვნა შეიცავს იმ ხარვეზებს, რომელიც გამოძიების პროცესში დავადგინეთ და რამაც მოახდინა ზეგავლენა, სავარაუდოდ, მტკიცებულებების ხარისხზე. ეს იყო სუფთა საგამოძიებო პროცესის დროს დაშვებული ხარვეზები, რომლებზეც ასევე გავლენა მოახდინა იმ მოკლე დრომ, რაც არასრულწლოვანთა საქმეზე გამოძიების შესახებ კანონმდებლობით არის დადგენილი. იცით რომ  ეს არის 40 დღე. ამ 40 დღეში არაერთი საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა, თუმცა ჩვენ დავადგინეთ ისეთი მოქმედებებიც, რომელიც არ ჩატარებულა ან დაგვიანებით ჩატარდა.

 

დასკვნის დანარჩენ დეტალებს რაც შეეხება, ჩვენ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას რომ უკვე პლენარულ სხდომაზე განვიხილოთ მისი თითოეული დეტალი და მივიღოთ საბოლოო ვერსია კენჭისყრით.

 

ჩვენ მოვაწერთ იმ დასკვანს ხელს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე პარლამენტი დაამტკიცებს”- განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031