25-09-2023
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ კომბინირებული საველე სწავლებით დასრულდა.
სიმუალაციური სცენარის მიხედვით მედიაცენტრი საველე პირობებში გაიშალა, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის შესრულება უწევდათ. სცენარით გათვალისწინებული იყო ასევე, ჟურნალისტებისთვის საჰაერო ევაკუაციის ორგანიზება და ჯავშანტექნიკითა და UH-1H ვერტმფრენით გადაადგილებაც.
მედიის წარმომადგენლებს სწავლების წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და დასავლეთის სარდალმა ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცეს. მათ სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნეს და საზოგადოებისთვის თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირებაში მედიის როლზე გაამახვილეს ყურადღება.
„ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული სიტუაციების დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლების სცენარი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას და კრიზისულ თუ კონფლიტურ სიტუაციებში უსაფრთხოების უნარ-ჩვევების განვითარებას ითვალისწინებს.
16-11-2024
16-11-2024