გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „რუსთავი 2“-მა ევროპარლამენტის დასკვნასთან დაკავშირებით მოდელირებული საინფორმაციო კამპანია წარმათა - სინამდვილეში დასკვნა დადებითია

3-09-2018

მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალკვაძის განცხადებით, ევროპარლამენტის დასკვნაში წერია, რომ ქვეყანაში არის გაუმჯობესება დემოკრატიული ინსტიტუტების, ასევე მედიაპლურალიზმის მხრივ, თუმცა „რუსთავი 2“-მა ეს ყველაფერი წარმოაჩინა ისე, თითქოს დასკვნა იყო სრულიად საპირისპირო.
მისივე თქმით, სიმართლე ისაა, რომ ევროპარლამენტის დასკვნა არის დადებითი.

„მინდა გამოვეხმაურო იმ მოდელირებულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა ტელევიზიამ გააკეთა ამ დღეებში - ეს არის ევროპარლამენტის დასკვნასთან დაკავშირებით - როდესაც ბატონმა მამიკინსმა წარადგინა ევროპარლამენტის სახელით დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ქვეყანაში არის გაუმჯობესება დემოკრატიული ინსტიტუტების მხრივ, გაუმჯობესება არის მედიაპლურალიზმის მხრივ, გაუმჯობესება არის საკონსტიტუციო რეფორმების თვალსაზირისით და „რუსთავი 2“-მა ეს ყველაფერი წარმოაჩინა ისე, თითქოს დასკვნა იყო სრულიად საპირისპირო და ბატონი მამიკინსის ნაცვლად გააშუქა ექსპერტის ქალბატონი მიხელიძის დასკვნები, რომლებიც ევროპარლამენტმა საბოლოო ჯამში არ გაიზიარა. მე ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, კერძოდ, ევროპარლამენტის დასკვნაში ინსტიტუციური რეფორმები, დემოკრატია და მედიის თავისუფლება ქვეყანაში არის შეფასებული დადებითად“- განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31