26-09-2023
„ბანკებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია. ჩვენ მათთან სამუშაო რეჟიმში ძირითად გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, გამოწვევებზეც ვმსჯელობთ. დღეს ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია, როგორც არასოდეს. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს საბანკო სექტორის მნიშვნელოვან ინვესტორებთან, რათა ჩვენს ძირითად პარტნიორებს ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოს საფინანსო სექტორის შესახებ იმის შესახებ, რომ აქ არ არის რისკები და საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.
საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ შექმნილი აჟიოტაჟი დამაზიანებელია, ის პოლიტიკური ნიშნითაა განპირობებული და აზიანებს როგორც ქვეყნის, ისე, კონკრეტულად, საფინანსო სექტორის რეპუტაციას.
„პასუხისმგებლობა იმას მოითხოვს, რომ სათუთად მივუდგეთ ასეთ საკითხებს და არ დავაზიანოთ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია ბანკების ძირითად ინვესტორებთან, ძირითად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ამ საკითხზე ყველაფერი მკაფიო და გარკვეულია, ხოლო ბანკებში არის სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენი საფინანსო სექტორი არის საკმაოდ მდგრადი," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ამდენად, მისი თქმით, ზედმეტი აჟიოტაჟით შეიძლება საფინანსო სექტორი განგებ დავაზიანოთ, რაც იქნება უპასუხისმგებლობა და პოლიტიკურად ანგაჟირებული.
16-11-2024
16-11-2024