გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართულ და იაპონურ მხარეებს შორის ხვალ  „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას მოეწერება ხელი

3-09-2018

მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი, ნორიკო სუზუკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის  სასესხო შეთანხმებას ხელს მოაწერენ.

 

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის“ დასაფინანსებლად, JICA  საქართველოს  ფინანსურ რესურსს გამოუყოფს, დაახლოებით, 343 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობას.

 

ხელმოწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის  შეხვედრის  დასრულების შემდეგ შედგება.   

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031