27-09-2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა რვა პირის მიმართ დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს 8 717 236 ლარის ღირებულების დღგ-ს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა თამბაქოს ნაწარმისა და სხვადასხვა საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს 1 326 603 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომლის ნაწილი 876 723 ლარი გამოიტანეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხა გამოყენებულ იქნა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
16-11-2024
16-11-2024