გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სადახლოზე 278 208 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

27-09-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო საავტომობილო" სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა.


კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის რ.მ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში (მისაბმელის იატაკში მოწყობილ სამალავში) 40 320 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი (ე.წ. საღეჭი თამბაქო) აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 278 208 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728