გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ კახიძე: არანაირ მითითებას ან დავალებას პროკურატურას კომისია არ და ვერ აძლევს, ამას არ ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა

3-09-2018

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ.

 

„საქმეში არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საგამოძიებო კომისია ნამდვილად არ არის უფლებამოსილი, ვინმეს მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს არის საქართველოს პროკურატურის ექსკლუზიური პრეროგატივა და დისკრეცია. არანაირ მითითებას ან დავალებას პროკურატურას კომისია არ და ვერ აძლევს, ამას არ ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. რაც შეეხება რეკომენდაციების გაცემას, ეს არის პირდაპირ გათვალისწინებული პარლამენტის რეგლამენტით. რეკომენდაციის არსია, რომ საგამოძიებო კომისია მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის მასალებზე, ასევე მიღებულ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, რეგლამენტის 66-ე მუხლის შესაბამისად, რომ პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. შესაბამისად, რეკომენდაცია გავეცით სწორედ რეგლამენტის 66-ე მუხლის საფუძველზე“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

ამასთან, მისივე თქმით, „კომისია არავის ნაცვლად დევნას არ იწყებს, არავის საქმეში არ ერევა“.

 

„შევისწავლეთ საქმის მასალები. მიგვაჩნია, რომ პროკურატურას უნდა დაეწყო სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ, მაგრამ არ დაიწყო. მიგვაჩნია, რომ ის იყო ტენდენციური და მიკერძოებული. ეს იყო ამ შემთხვევაში მთავარი დანაშაული, ვგულისხმობ სისტემას. ეს არ გაკეთდა, რაც მიუღებლად მიგვაჩნია. ეს არის ჩვენი შეფასება. ამ დევნის დასაწყებად არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც მათ შორის კომისიამ გამოავლინა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930