გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება

28-09-2023

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.


სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ვაქცინაცია უტარდება როგორც პატრონიან, ასევე მიკედლებულ ცხოველებს.


სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად დაახლოებით 270 ათასამდე ცხოველს ცრის.


ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით. კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება ლეტალობით სრულდება.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, ყოველწლიურად ჩაუტარონ ვაქცინაცია საკუთარ ცხოველებს!


ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2007 წელს დაარსდა. 2023 წლის მთავარი გზავნილია „ყველა ერთისათვის! ერთის ჯანმრთელობა ყველასათვის!", რაც ხაზს უსვამს ყველა ასპექტის - ცნობიერების ამაღლების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ერთიანი ჯანდაცვის მნიშვნელობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930