გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ კახიძე: მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ხორავას ქუჩაზე ფარდული ვინმეს მითითებით დაინგრა  

3-09-2018


 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დეპუტატი არჩილ თალაკვაძე დაინტერესდა, „ევროპულმა საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაში რატომ არ ჩაიწერა, რომ ხორავას ქუჩაზე ფარდული არ იყო დანგრეული ხელისუფლების რომელიმე ორგანოს მითითებით, რომელიც კომისიამ მტკიცებულებების შესწავლით აღმოაჩინა.

 

„ფარდულთან დაკავშირებით ამხელა ინტერესი იყო, გაკეთდა არაერთი განცხადება, თქვენ მიერ მომზადებულ დასკვნაში რატომ არ ჩაწერეთ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მიგნება, როდესაც მტკიცებულებების შესწავლით აღმოაჩინეთ, რომ ფარდული არ იყო დანგრეული პოლიციისა ან ხელისუფლების რომელიმე ორგანოს მითითებით. ვფიქრობ, მოგიწევთ საზოგადოებას აუხსნათ, რატომ არ მოითხოვეთ ფარდულის რეკონსტრუქცია, როდესაც ფარდულთან დაკავშირებით იყო ასეთი ეჭვები, თითქოს ის განგებ იყო დანგრეული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

არჩილ თალაკვაძემ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ წევრ ოთარ კახიძეს კითხვით მიმართა, არსებობს თუ არა საქმეში ამომწურავი ფოტომასალა, სადაც ჩანს ფარდულის ის დონე, სადამდეც დემონტაჟი განხორციელდა.

 

„ფარდულზე და საგამოძიებო ექსპერიმენტებზე როდესაც საუბრობდით, თუ შეიძლება დამიდასტურეთ ან უარყავით, არსებობს თუ არა საქმეში ამომწურავი ფოტომასალა, სადაც ჩანს ფარდულის ის დონე, სადამდეც დემონტაჟი განხორციელდა, რადგან ყველამ ვიცით, რომ დემონტაჟი დაწყებული იყო და შემდეგ შეჩერდა. შესაბამისად, თქვენ რომ რეკონსტრუქცია მოგეთხოვათ, მისი აღდგენა თავისუფლად იყო შესაძლებელი. ამიტომ, როდესაც მსჯელობთ, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტებს ხელი შეუშალაო, მაშინ გაუგებარია, რატომ არ დაწერეთ ეს დასკვნაში და რატომ არ მოითხოვეთ მისი აღდგენა-რეკონსტრუქცია. ეს კითხვა მიჩნდება მე პირადად და ალბათ საზოგადოებასაც. ვფიქრობ, ბოლომდე უნდა ამოვწუროთ ფარდულის საკითხი. საზოგადოებას ვუთხრათ ის, რაც კომისიის ფარგლებში დავადგინეთ “, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

საგამოძიებო კომისიის წევრმა ოთარ კახიძემ არჩილ თალაკვაძეს ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა.

 

„საგამოძიებო კომისია არ მიუთითებს ისეთ გარემოებას, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება. სწორედ ამიტომ არ მოხდა ჩვენს ანგარიშში მტკიცებით ფორმატში იმაზე საუბარი, რომ ვინმემ ფარდულის დანგრევის მითითება მისცა, მაგრამ საკითხის ისე დაყენება, რომ ფარდულის დემონტაჟი საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარებამდე იყო ნორმალური მოვლენა, რომ ის არ დაიცვა და არ დალუქა გამოძიებამ, ამასთან დაკავშირებით თავად მაყურებელმა გააკეთოს დასკვნა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930