გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
დონალდ ჯენსენი: "ქართული ოცნების" მხრიდან ეს "არაჯანსაღი" სვლაა

4-09-2018

„ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ ანალიტიკოსის, დონალდ ჯენსენის შეფასებით, მმართველი პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა, საკუთარი კანდიდატის წარდგენის ნაცვლად, “არაჯანსაღი” სვლაა.


ეს განცხადება ჯენსენმა «Radio Voice of America»-სთან ინტერვიუში გააკეთა.


„მმართველ პარტიას აქვს პასუხისმგებლობა მისი ამომრჩევლის წინაშე, და ბევრს არ ესმის, თუ რატომ დგამენ ისინი ამ ნაბიჯს. ამ დროისთვის "ქართული ოცნება" ამ საკითხზე გაყოფილია და მიდის დისკუსია იმაზე, რომ პარტიის თავმჯდომარემ შეიძლება გადაიფიქროს და ქართული ოცნების კანდიდატი წარადგინოს. ის განცხადებები, რასაც ქართული ოცნების ლიდერები აკეთებენ, ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტს”, - ამბობს დონალდ ჯენსენი.

მისი თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციური ბალანსის დამცველია.


“საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია დაიცვას კონსტიტუციური ბალანსი ძალაუფლების შტოებს შორის. რომელიც დემოკრატიის განვითარებას, დასავლურ ღირებულებებს, და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს”, - აღნიშნა დონალდ ჯენსენმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31