გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მაია თაბაგარი უხელმძღვანელებს

4-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მაია თაბაგარი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს თაბაგარმა თავად დაუდასტურა.

მაია თაბაგარი მანამდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე კი, ნინო წივწივაძე იქნება.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა, რომლის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური შეიქმნა.  მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს სოფო მოსიძე ხელმღვანელობდა, რომელმაც სამსახური პირველი აგვისტოდან  დატოვა.




1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31