გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი იოჰანეს ჰანს შეხვდა

4-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. 
ჰანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ევროპულ სკოლა გაიხსნება.

„შევხვდი საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფ ევროკომისარს იოჰანეს ჰანს.
შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, განათლებისა და ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის დაგეგმილი რეფორმები. დღეს გავხსნით "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ევროპულ სკოლას, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემის რეფორმის პროცესში.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" სკოლა საქართველოში არის პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდა. ეს არის ნათელი მაგალითი წარმატებული პარტნიორობის, ორმხრივი ნდობისა და მეგობრობის“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31