გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოკა კაციტაძე ბელგიის პოლიციის გენერალურ ინსპექტორს გიერი გილისს შეხვდა

3-10-2023

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მოადგილეებთან გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, ბელგიის პოლიციის გენერალურ ინსპექტორს გიერი გილისს შეხვდა.


ბელგიის ფედერალური და ადგილობრივი პოლიციის გენერალური ინსპექტორატი წარმოადგენს დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოს, რომელიც პოლიციის სამსახურების საქმიანობის შემოწმებას და პოლიციის გამართული ფუნქციონირებისთვის რეკომენდაციების გაცემას ისახავს მიზნად.


ქართულ დელეგაციას, გენერალურმა ინსპექტორმა გიერი გილისსმა უმასპინძლა და შეხვედრის მონაწილეებს ინსპექციის სტრუქტურაზე, გამოწვევებზე, დემონსტრაციების მართვისას პოლიციის როლზე და მუშაობის სპეციფიკაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.


შეხვედრაზე ასევე, განხილული იყო პოლიციაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გამოძიებისას ევროპული სტანდარტების მიხედვით პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები.


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ბელგიის პოლიციის გენერალურ ინსპექტორს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.


შეხვედრას, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის უფროსი ოფიცერი ეთერ ყამარაული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსები, გენერალური ინსპექტორის მოადგილე იოჰან დე ვოლდერი და ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი ჰიუგ ტასიაუ ესწრებოდნენ.

ბელგიაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის "ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930