გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი“ - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე

3-10-2023

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებმა მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ:


„პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდა, ამიტომ 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანელა და წავიდაო… იგივე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურია - მათი ლოგიკით შეუძლია მართოს ქვეყანა. მეორე ნაწილის მიხედვით თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია - მათი ლოგიკით თავდაცვის სამინისტრომ და ჯარმა მისი მითითებები უნდა შეასრულოს. საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით. სტატუსის მუხლია ეგ, სტატუსის, უფლებამოსილების 52-ე მუხლია. მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ. არა რუსულ მოდელს, ვითხოვთ საპარლამენტო მმართველობას“, - წერს მამუკა მდინარაძე.


ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას პირადად არ ესწრება. ამასთან დაკავშირებით, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ შესაძლოა უპატივცემულობის გამოხატვას ნიშნავდა, ასევე ეს საქმის სრულყოფილად განხილვაში ხელის შემშლელი ფაქტორი იქნებოდა.


პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.


შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა.

ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930