გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა და იოჰანეს ჰანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა” გახსნეს

4-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა” გახსნეს.
პრემიერი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით, სკოლა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემაში.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს გავხსენით „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა”, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემაში. სკოლის დაარსების იდეის ავტორი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანია, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა" საქართველოში არის პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდა. ეს მართლაც უპრეცედენტო პროექტია, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.

ჩვენ მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის შედეგად საქართველოში ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება ევროპული სტანდარტის“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930