გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: ვერ დავიჯერებ, ოთარ კახიძემ არ იცის, რომ მართლმსაჯულებას ახორციელებს მხოლოდ სასამართლო

4-09-2018

პარლამენტს, რომელიც აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირის მიმართ ბრალის წარდგენის ფორმულირების განსაზღვრის უფლება არა აქვს და ამ რეკომენდაციით დროებითი საგამოძიებო კომისია თავის უფლებამოსილება აშკარად სცდება, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა 



„ეს ალბათ იმიტომ კეთდება, რომ არის პოლიტიკური ფორმულირება, იმდენად უნდა გინდოდეს, რომ რაღაც სკანდალური დაიწეროს ამ დასკვნაში, მაგალითად, აღმოაჩინე, რომ არსებობს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მკვლელობა აქვს ჩადენილი და ვინმე ხელს აფარებს. ალბათ ეს არის, მაგრამ როგორი დიდიც არ უნდა იყოს ცდუნება, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, გულწრფელად ვამბობ, ძალიან მიკვირს, რამ უნდა გადაწონოს ეს. შინაგანად იცი, რომ არ შეგიძლია ამის გაკეთება, თუმცა მაინც აკეთებ და ტრაგედიას, რის გამოც ვართ ამდენი ხანი შეკრებილი და რის გამოც ეს ყველაფერი ხდება, კიდევ ერთ ტრაგედიას ამატებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, კომისიის წევრები სხვადასხვა კონტექსტში მუდმივად ახსენებენ მ.კ-ს. ამის მაგალითად ბესელიამ ოთარ კახიძის სამი ფრაზა დაასახელა და აღნიშნა, რომ დაირღვა მ.კ.-ს უდანაშაულობის პრეზუმფცია.

„ამ ადამიანს მუდმივად ახსენებს კომისიის ყველა წევრი სხვადასხვა კონტექსტში. ახლა სამი ფრაზა ჩავიწერე, რაც ოთარ კახიძემ თქვა, სადაც სამი ძალიან უხეში დარღვევა იყო პრეზუმფციის – „განზრახ ჯგუფური მკვლელობა ჩაიდინა“, „განზრახვა გამყარებულია“ და მესამეც ანალოგიური წინადადება. არ შეიძლება ამის გაკეთება. არა აქვს კომისიას უფლება, რომელიმე პირის სამართლებრივი შეფასება დააკვალიფიციროს სისხლის სამართლის კოდექსით და მაკონტროლებელმა ორგანომ უთხრას დევნის ორგანოს, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომ ამ ადამიანს წაუყენე განზრახ მკვლელობის ან ნებისმიერი სხვა მუხლის კონკრეტული პუნქტის კონკრეტული ნაწილის კვალიფიკაციით ბრალი“, – განაცხადა დეპუტატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930