6-10-2023
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით დავით წითლიძემ და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დირექტორმა ლუიზა ნამიჩეიშვილმა გახსნეს.
დარგობრივი ასოციაციების, აკადემიური წრეების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გამართული ფორუმი სოფლის მეურნეობის წარმოების ჯაჭვის მონაწილეებს შორის კავშირების გამყარების აუცილებლობის მნიშვნელობას მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგობრივასოციაციებსა და ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი დარგობრივი ასოციაციებისა და ორგანიზაციების საერთო გამოწვევებისა და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივ განხილვა-გადაწყვეტას ითვალისწინებს.
ღონისძიება გაერთიანება „აგროსერვისის“ ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
16-11-2024
16-11-2024