6-10-2023
2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მასპინძელი იქნება. ღონისძიების ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ საქმიანი კონტაქტები დაამყარონ საერთაშორისო კომპანიებთან.
„ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავია ის რომ M&I ფორუმს 2024 წელს თბილისი უმასპინძლებს. ამ ღონისძიებას შეუძლია დიდი წარმატება მოუტანს მთელს ქვეყანას და ჩვენს ინდუსტრიას.
პირადად ნამყოფი ვარ M&I- Forum-ზე ესპანეთში, ის გამოირჩევა ორგანიზების უმაღლესი ხარისხით, საერთაშორისო აღიარებით და დამსწრე მაღალი დონის კომპანიებით, ეს არის ფორმატი რომელსაც მთელი მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები და ივენთ კომპანიები ესწრებიან, შესანიშნავი პლატფორმა და შესაძლებლობა ქვეყნის, რეგიონის, სასტუმროების თუ სხვადასხვა გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაზიარების და ახალი პარტნიორების მოძიების“,-აცხადებს რადისონ ბლუ ივერიის წარმომადგენელი. სოფო მესხის თქმით მასშტაბური ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალი კავშირების დამყარებას პოტენციურ პარტნიორებთან.
„დარწმუნებული ვარ ღონისძიების საქართველოში ჩატარება დიდ დადებით ეფექტს მოუტანს ტურიზმის ინდუსტრიას, ქვეყანა მოიზიდავს უფრო მეტ MICE სააგენტოს, მეტ მოგზაურს და თბილისში მასპინძლობა კიდევ ერთხელ დაარწმუნებს თითოეულ მონაწილეს თუ რამდენად საინტერესო, გამორჩეული და უსაფრთხოა ჩვენი ქვეყანა.
მჯერა ბევრი საინტერესო ევროპული, ამერიკული და აზიური საქმიანი ტურიზმის წარმომადგენელი ეწვევა თბილისს 2024 წელს, და შევძლებთ ახალი საქმიანი კავშირების დამყარებას,“-განაცხადა სოფო მესხმა.
საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან.
16-11-2024
16-11-2024