გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე: მას აქვს 50-ზე მეტი დეპუტატის იმედი და რწმენა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, აგენტად, არ დაუჭერს მხარს მის გადაყენებას

6-10-2023

პრეზიდენტი არღვევდა და არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, ის ცდილობს მთავრობის კომპეტენციებში შეიჭრას, რის უფლებაც მას არ აქვს კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ ამის გამო აღიძრა იმპიჩმენტის პროცედურა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რაც შეეხება რამდენად რეალისტურია მისი გადაყენება იმპიჩმენტის წესით, შანსები არის საკმაოდ დაბალი, გამომდინარე იქიდან, რომ თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა კონსტიტუციას.


„მას [სალომე ზურაბიშვილს] აქვს ბუნებრივია 50-ზე მეტი დეპუტატის იმედი, ამ თვალსაზრისით, მას აქვს იმის რწმენა, რომ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, აგენტად, ჯაშუშად და ა.შ. მათი იმედი აქვს დღეს, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს მის გადაყენებას. ამაზე საუბრობდა ბუნებრივია, პრემიერი. ასეთ ვითარებაში შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოადგინოს დადებითი დასკვნა, მაინც დარჩეს სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე და მერე გრძელდება ცხოვრება. ახლა აქ რა ხდება, რაზე საუბრობს სავარაუდოდ პრემიერი - აქაც, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება პროცესები, ვნახოთ, იქ რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, იმოქმედებს თუ არა საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში. არავის აინტერესებს ის, თუ რას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს, არის ის, რომ მან არ სცადოს კონსტიტუციის მიღმა გასვლა, კონსტიტუციის დარღვევა, ეს არის ჩვენი ინტერესის საგანი. ეს არის რაც უნდა აინტერესებდეს ასევე საზოგადოებას. კონსტიტუციის უზენაესობა უნდა იყო დაცული, თუ ჩვენ არ დავიცავთ კონსტიტუციის უზენაესობას და ვიმოქმედებთ სალომე ზურაბიშვილის და ზოგადად კოლექტიური ნაცმოძრაობის სტანდარტებით, ამ შემთხვევაში ასეთი მიდგომით ჩვენ ევროპაში არაფერი გვესაქმება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, რეალურად იმპიჩმენტის პროცესს, პროცედურას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიზნები.


„ერთერთი მთავარი მიზანი არის სწორი პრაქტიკის, კონსტიტუციის სწორი ინტერპრეტაციის დამკვიდრება, მეორე არის იმის გარკვევა, დაირღვა თუ არა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუცია, მესამე კონსტიტუციური ამოცანა ნებისმიერი იმპიჩმენტის არის პრეზიდენტის გადაყენება. ამ ნაწილში ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცედურა. როდესაც ჩვენ აღვძარით ეს პროცედურა, უკვე მივიჩნიეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის პრეზიდენტობის ღირსი და ეს ბუნებრივია, ძალაში რჩება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930