გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: კომისიას არ აქვს უფლება, მაკონტროლებელმა ორგანომ უთხრას დევნის ორგანოს რომ ამ ადამიანს წაუყენე ამ კვალიფიკაციით ბრალი. ეს არის ძლიან უხეში დარღვევა კონსტიტუციური პრინციპის და ამას ცალსახად ვემიჯნები

4-09-2018


 

ხორავას საპარლამენტო კომისიის მიმდინარეობისას, რეკომენდაციების განხილვისას ეკა ბესელიამ კომენტარი გააკეთა.

ბესელიას თქმით, მართლმსაჯულებას ახორციელებს მხოლოდ სასამართლო და პარლამენტს, რომელიც აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირის მიმართ ბრალის წარდგენის ფორმულირების განსაზღვრის უფლება არ აქვს.

,,რატომ ვაკეთებთ იმას, რისი უფლებაც არ აქვს კომისიას? მე ვერ დავიჯერებ,  რომ ოთარ კახიძემ არ იცის, რომ კონსტიტუციაში წერია, რომ მართლმსაჯულებას ახორციელებს მხოლოდ სასამართლო, ვერ დავიჯერებ იმას, რომ არ იცის, რომ ხელისუფლების ამ შტოს, პარლამენტს, რომელიც აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირის მიმართ ბრალის წარდგენის ფორმულირების განსაზღვრის უფლება არ აქვს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი უფლებამოსილების გადამეტების, მე ვერ დავიჯერებ, რომ ეს არ იცის.  მჯერა, რომ იცის, ამიტომ მიჩნდება კითხვა, რატომ აკეთებთ ამას? ალბათი მიტომ, რომ ეს არის რაღაცა პოლიტიკური ფორმულირება.   იმდენად უნდა გინდოდეს, რომ რაღაც სკანდალური დაიწეროს ამ დასკვნაში, მაგალითად აღმოაჩინეთ ის , რომ არსებობს კიდევ ვიღაცა ადამაინი, ახლაგაზრდა კაცი, რომელსაც მკვლელობა აქვს ჩადენილი და ვინმე ხელს აფარებს.  როგორი დიდიც არ უნდა იყოს ეს ცდუნება,  ძალიან მიკვირს, რომ რამ უნდა               გადაწონოს ახლა ეს.  შინაგანად იცი რომ არ შეგიძლია ახლა ამის გაკეთება და ამას მაინც აკეთებ და ამ ტრაგედიას, რის გამოც ვართ ამდენი ხანი შეკრებილი და რის გამოც ეს ყველაფერი ხდება, კიდევ ერთ ტრაგედიას ამატებ,. მოკლედ, არ შეიძლება ამის გაკეთება, არ აქვს კომისიას უფლება რომელიმე პირის სამართლებრივი შეფასება დააკვალიფიციროს სისხლის სამართლის კოდექსით და მაკონტროლებელმა ორგანომ უთხრას დევნის ორგანოს, განსაკუთრებით იმ ვითარებაში როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომ ამ ადამიანს წაუყენე განზრახ მკვლელობის ან ნებისმიერი სხვა პუნქტის, ამ მუხლის ამ ნაწილით, ამ კვალიფიკაციით ბრალი. ეს არის ძლიან უხეში დარღვევა კონსტიტუციური პრინციპის და ამას ცალსახად ვემიჯნები.

ფაქტობრივ გარემოებებს რაც შეეხება ამბობთ რომ ვერ დადგინდა რომ ამ საგანს, რომელმაც ტარის ასოციაცია თუ აღქმა გაუჩინა რამდენიმე ადამიანს აქვს თუ არა მჭრელი პირი. ეს ვერ დადგინდა. უტყუარი მტკიცებულებები უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით გამამტყუნებელი განაჩენი თუ გამოგაქვს და ეს უნდა იყოს იმ დონის მტკიცებულება რომ არ იწვევდეს ეჭვს განსაკუთრებით როცა მკვლელობაზეა საუბარი. არც ერთი ადამიანი არ ამბობს, რომ დაინახა რომ მ.კ ურტყამდა აკრძალულ საგანს ანუ დანას დავით სარალიძეს. ესეთი ჩვენება პირდაპირი, ერთი ჩვენება მაინც კომისიას არ მიუღია. არის რამდენიმე გარემოება, რომ ჯიბიდან ამოიღო რაღაც, ხელი ჩაიყო ჯიბეში და მერე დაინახა ვიღაცამ რაღაცა ტარი და მერე დახატეს ეს ფურცელზე. ეს ყველაფერი არის ის სტანდარტი, რომელზეც შეიძლება ისაუბრო მტკიცებით ფორმაში რომ ადამიანმა ჩაიდინა მკვლელობა? მე მგონი ეს არც დაზარალებულს არ უნდა, ეს არც არავის არ სჭირდება, რომ მოიძებნოს ისეთი მსხვერპლი რომლის მიმართ არსებობს რაღაც ვარაუდები, და არ არის არც ერთი უტყუარი მტკიცებულება. არ ვიცი სასამართლო რას დაადგენს. პირადად მე მგონია რომ ჩვენი რეკომენდაცია ასე უნდა იყოს ფორმულირებული.  მე დავუჭერდი ასეთ რეკომენდაციას მხარს,  რომ იგივე მ.კ-ს ნაწილში ყველა ის გარემოება, რაც არის შეკრებილი გამოძიების მხრიდან , რაც მოიპოვა კომისიამ მათ შორის, ახალი გარემოება იქნება თუ უფრო ცხადად დანახული იგივე მტკიცებულება, შეფასდეს ერთიანად ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით როგორც ამას კანონი ამბობს და შეფასება გააკეთოს საგამოძიებო ორგანომ და საბოლოოდ მართლმსაჯულების ორგანომ ანუ სასამართლომ, სადაც ეს საქმე არსებითად იხილება. ეს არის სივრცე, რომელიც არის მართლმსაჯულების სივრცე და არა გვაქვს იქ შესვლის უფლება ამიტომ დავიცვათ ჩვენ ჩვენს ზონაში ჩვენი მანდატის უფლემაბომისლების ფარგლები“ - განაცხადა ეკა ბესელიამ

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031