გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე სამოქალაქო მოძრაობის ღია წერილზე: სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს სთხოვენ, კონსტიტუციის სადარაჯოზე დადექით და ადამიანის უფლებები დაიცავითო

6-10-2023

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, სამოქალაქო მოძრაობის ღია წერილს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტს სთხოვენ ვეტო დაადოს “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონს.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, პარადოქსია, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ ორგანიზაციები, რომელთაც პირდპირი კვეთა აქვთ, “კანვასთან”.


“სულ “ჩვენები”, სულ კანვასელები და რადიკალები… პარადოქსია, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ ორგანიზაციები, რომელთაც პირდპირი კვეთა აქვთ, “კანვასთან”… თვითონ “კანვასი” კი ყველამ ვიცით რასაც წარმოადგენს, რას გეგმავს და რა მიზნები ამოძრავებთ. ჰოდა პრეზიდენტს მიმართეს, ჩვენ უფლებებს გვიზღუდავენ, რომ დესტრუქციის მოწყობაში ხელი გვეშლებაო. თან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს სთხოვენ, კონსტიტუციის სადარაჯოზე დადექი და ადამიანის უფლებები დაიცავითო.


ალოო, “კანვასია”? ერთი-ორი დანაღმული კარავი ხომ არ მოგეპოვებათ? აბა, ქალბატონო რეზიდენტო, თქვენ იცით! მხარი დაუჭირეთ ამ რადიკალებს და ბოლომდე გააშიშვლეთ პროცესები, რომ ბოლოს ყველა ექსტრემისტი და უსამშობლო ერთად მოგაქუჩოთ ქართულმა საზოგადოებამ და კარგი პანღური გითავაზოთ!”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930