გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს საუდის არაბეთში გაეცნენ

7-10-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საუდის არაბეთში, ერ-რიადში  საქმიანი ტურიზმის  საერთაშორისო კონგრესში KBLT – Kingdom Business Luxury Travel Congress მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.


კონგრესის ფარგლებში, საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ B2B შეხვედრები გამართა სპარსეთის ყურის ქვეყნების 30-მდე ბიზნესღონისძიების პოტენციურ დამკვეთთან. შეხვედრებზე რეგიონის უმსხვილესი ტურისტული და ავიაკომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ბიზნეს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.


საერთაშორისო კონგრესზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ.


Kingdom Business Luxury Travel Congress (KBLT) რიგით მე-2 საერთაშორისო კონგრესს საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან,  ომანიდან, ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან და კატარიდან250-მდე დელეგატი ესწრებოდა. 


KBLT ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კონგრესის მიზანია ბიზნესტურისტული პროდუქტების მიმწოდებლები, ბიზნესტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროს პროფესიონალები შეთავაზებული პროდუქტების პოტენციურ მყიდველებს დაუკავშირდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728