გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

7-10-2023

კასპის მუნიციპალიტეტში ზემო ხანდაკი - ხოვლეს - ადგილობრივი მნიშვნელობის გზიდან, სოფელ კალოუბანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ადგილზე გაეცვნენ.
სოფლის ბოლომდე მისასვლელი 1 500 გრძივი მეტრი სიგრძის გზის აღდგენას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორცილებს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 758 737 ლარის ფარგლებში განხორციელდება.
გზაზე, რომელზეც აქამდე ასფალტი არასდროს ყოფილა - ასფალტის ორ ფენიანი საფარი დაიგება, ამ ეტაპზე კი მიწის ვაკისის მოწყობა მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728