გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Newsweek: 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების გამო FBI-მ ტრამპის მომხრეები მიზანში ამოიღო

8-10-2023

ამერიკის ფედერალურ მთავრობას მიაჩნია, რომ ძალადობისა და სამოქალაქო არეულობების საფრთხე აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო იმდენად დიდია, რომ ის დონალდ ტრამპის MAGA-ს მიმდევრების არმიისათვის ჩუმად თვალყურის დევნებასა და წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, - ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ი წერს.


გამოცემის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს პირველად ფედერალურ სააგენტოს, რომელსაც შიდა ტერორიზმის თავიდან აცილება ევალება, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ამჟამად მიზნად ძირითადად სწორედ ტრამპის მხარდამჭერები ჰყავს ამოღებული.


„FBI არის თითქმის წარმოუდგენელ პოზიციაში“, - ამბობს FBI-ის ამჟამინდელი ოფიციალური პირი, რომელმაც Newsweek-თან შიდა საკითხებზე სასაუბროდ ანონიმურობის დაცვის პირობა მოითხოვა.


„ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ FBI აპირებს შეაჩეროს შიდა ტერორიზმი და 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის თავდასხმის ნებისმიერი განმეორება თავიდან აიცილოს. მაგრამ ბიურომ ასევე უნდა შეინარჩუნოს ყველა ამერიკელის კონსტიტუციური უფლება კამპანიის, თავისუფლად საუბრისა და მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ჩატარების შესახებ. ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე და მის MAGA-ს (გახადე ამერიკა ისევ დიდებული) მხარდამჭერებზე ფოკუსირებით ბიურომ შესაძლოა გამოიწვიოს ანტისამთავრობო აქტივისტების პროვოცირება“, - წერს გამოცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930