გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ს სტუდენტებმა სწავლის დაწყება მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს

8-10-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისსწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი წვეულება გაიმართა.


ღია ცის ქვეშ შეკრებილ სტუდენტებს თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტელობა მიულოცა: ,,ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გაღიმებულ სახეს ვხედავ. როგორც ჩემთვის, ასევე თქვენთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის დიდი მოვლენა, რომელმაც შექმნა ქვეყნის უახლესი ისტორია. დღეს, თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც ხვალ უნდა შექმნათ ჩვენი ქვეყნის ისტორია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოგცეთ ხარისხიანი ევროპული განათლება. სწორედ ასეთი ახალგაზრდები სჭირდებით ქვეყანას. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!”


ღონისძიების მონაწილე სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. 

,,ჩემო მეგობრებო, თქვენ ხართ საუკეთესო უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტები! ყველა პირველკურსელს, უნივერსიტეტელს გილოცავთ დღევანდელ დღეს. იცოდეთ ერთი რამ, რომ უნივერსიტეტელობა არის განსაკუთრებული სტატუსი და მიხარია, რომ დღეს აქ ასეთი ბევრნი ხართ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც საქართველოს ისტორიას ინახავს და ბევრი ქარტეხილის მომსწრეა, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი დღევანდელი საზოგადოების ფორმირებაში. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ფართო ასპარეზი შეგიქმნათ თქვენი პოტენციალის რეალიზებისთვის და გქონდეთ საინტერესო, ახალი თავგადასავლებითა და გამოწვევებით სავსე სტუდენტური ცხოვრება..”


გასართობ ღონისძიებაში 15000-მდე სტუდენტი, მათ შორის,  6200-ზე მეტი პირველკურსელი მონაწილეობდა.

სტუდენტურ წვეულებას მუსიკალურად აფორმებდნენ ნიაზ დიასამიძე, Monk, SUMO, Telepopmusik, URU.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031